ბმულები

DataLife Engine ClubDataLife Engine ClubDataLife Engine ClubDataLife Engine ClubDataLife Engine ClubDataLife Engine Club

ვიდეო

ბმულები

DataLife Engine Club DataLife Engine ClubDataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine ClubDataLife Engine ClubDataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club

გამოკითხვა

 

Опрос

როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი ?

კარგია
არაუშავს

 
 

ბლოგები

DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club

ღია კარის დღე

3 მაისს ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ტრადიციული ღია კარის დღე გაიმართა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სკოლამ მოაწყო საგნობრივი კათედრების:

1. ქართული ენისა და ლიტერატურის (თავმჯდომარე ნ.ხაჭაპურიძე),

2. მათემატიკის (თავმჯდომარე მ.თურქაძე),

3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (თავმჯდომარე ე.მურუსიძე),

4. საზოგადოებრივ მეცნიერებათა (თავმჯდომარე მ.ბარაბაძე),

5. ფიზიკური აღზრდისა და ესთეტიკის (თავმჯდომარე ნ.სეხნიაშვილი),

6. უცხო ენების (თავმჯდომარე მ.ნაცვლიშვილი)

7. დაწყებითების (თავმჯდომარე ნ.მესხაძე) ნამუშევართა გამოფენა-დათვალიერება.


კათედრებმა წარმოადგინეს 2008-2009 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები, ღონისძიებები, აქტივობები, ღია ინტეგრირებული და ინტერაქტიური გაკვეთილების გეგმები, მასწავლებელთა და მოსწავლეთა პორტფოლიოები, კათედრების სამუსაო გეგმები, თვალსაჩინოებები, საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული სხვადასხვა ტიპის რესურსები. დაინტერესებულ პირებისათვის ნამუშევრების პრეზენტაციას ახდენდნენ პედაგოგები და მოსწავლეები.


სტუმრებს ასევე მასპინძლობდა სკოლის გახანგრძლივებული ჯგუფის ბაზაზე ჩამოყალიბებული ყვავილების მოყვარულთა კლუბი ,,კაქტუსი” (ხელმძღვანელი ლ.ბარბაქაძე).

სამკითხველო დარბაზში სტუმრებს შეხვედრა მოუწყო შემოქმედთა კლუბმა ( ხელმძღვანელები – თ.ჯავახაძე, ნ.სეხნიაშვილი), მათ წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, ,,მხატვართა” ნამუშევრები, ჩანახატები.

დასასრულს გაიმართა დიდი რუსი მწერლის ლ.ტოლსტოის 180 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი კონფერენცია (ხელმძღვანელები – ლ.ქირია, ი.კუდრიავცევა). აქვე რუსული საზოგადოების თავმჯდომარემ გ.ტომაშმა გადასცა სკოლის დირექტორს წიგნი ,,Герои русской истории” .


მოსწავლეთა თვითმართველობამ წარმოადგინა წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და პროექტები და ასევე მოაწყო მოსწავლეთა კომპანია ,,პილიგრიმებმა” თიხის ნაწარმის და ხელნაკეთი სამაჯურების გამოფენა-გაყიდვა.



გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა III1 (კლ. ხელ. მანანა ორბელაძე), III2 (კლ.ხელ. ნინო გერაძე), VIII2 (კლ.ხელ. ირინა ადეიშვილი) და IX1 (კლ.ხელ. მარიცა ბარქაია) კლასების მიერ განხორციელებული სადამრიგებლო პროექტები. სტუმრები დეტალურად გაეცნენ V1 კლასის (კლ.ხელ. ნატო კუპრავას) სამუშაო გეგმას და დაესწრნენ ინგლისური ენისა და მუსიკის ინტეგრირებულ გაკვეთილს III2 კლასში (პედაგოგი ზურაბ მუშკუდიანი), რომელმაც განსაკუთრებული შტაბეჭდილება მოახდინა სტუმრებზე.

ღია კარის დღის შემდეგი ეტაპი გახლდათ შეხვედრის ოფიციალური ნაწილი, რომელიც III3 კლასის (კლ.ხელ. მაკა გიორგაძე) მოსწავლემ ელენე სვანაძემ (ვალერიან შიუკაშვილის სახელობის კონკურსის ლაურიატი) გახსნა გიოკის პრელუდიების შესრულებით


სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ საზოგადოებას წარუდგინა მოწვეული სტუმრები. მან ისაუბრა პარტნიორულ პროექტზე რუსთავის №3 და ქუთაისის №17 საჯარო სკოლებს შორის. ქ.რუსთავის №3 საჯარო სკოლის დირექტორი ბექა შათერიშვილი მიესალმა სტუმრებს, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა სკოლის დირექტორს და №17 საჯარო სკოლა მიიწვია ქ.რუსთავში ორ დღიანი ვიზიტით.

სტუმრებს ასევე მიესალმა რუსთავის №3 საჯარო სკოლის დირექტორის I მოადგილე ვლადიმერ გირინი, რომელმაც ისაუბრა ამ ორი სკოლის არაერთწლიანი თანამშრომლობითი ურთიერთობების ისტორიაზე. აქვე რუსთავის სკოლის მოსწავლეებმა მოახდინეს ელექტრონული ვერსიით ქალაქ რუსთავის ექსკურსი.
ჩვენი სკოლა მოწვეულ სტუმრებს ტრადიციულად წარუდგინა სკოლის ტრადიციულმა წამყვანებმა XII2 კლასის მოსწავლეებმა ბ.გაბადაძემ და თ.ბანძელაძემ და XI1 კლასის მოსწავლემ რ.ჯინჭარაძემ. ბავშვებმა წარმოადგინეს მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო, სამოქალაქო და კულტურული პროექტები.

სკოლის 5–1 კლასის მოსწავლემ თ.სიხარულიძემ შეასრულა ნ.გაბუნიას ,,თბილისო” (როიალთან პედაგოგი ნ.სეხნიაშვილი).

ტრადიციულად გამოვლენილ იქნა წლის ქალბატონი და ბატონი პროექტი. ,,ბატონი პროექტის ტიტული” შეინარჩუნა XII2 კლასის მოსწავლემ ბექა გაბადაძემ, ხოლო ,,ქალბატონი პროექტის” ტიტული მიენიჭა ხელოვნების მასწავლებელს თეა სულაბერიძეს.
ნატოს საიუბილეო დღისადმი მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ განხორციელებულ პროექტის დამუშავებაში ხელსეწყობისა და თანამშრომლობისათვის ისტორიის მასწავლებელი მ.ტყეშელაშვილი სკოლის დირექციისა და მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ დაჯილდოვდა სიგელითა და წიგნებით.

IX4 კლასის მოსწავლებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ახალი პროექტი ,,ჩემპიონი” და საზოგადოებას წარუდგინეს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი XII4 კლასის მოსწავლე გენადი ჩირგაძე, რომელსაც მედლები გადასცა ღირსების ორდენის კავალერმა დამსახურებულმა მწვრთნელმა სამბოში ქუთაისის მკვიდრმა გ.სარდანაძემ.
სკოლის კულტურისა და ტრადიციის შესაბამისად მესამე და მეორე ხარისხის აკადემიურად წარჩინებული მეთორმეტე კლასის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით, ხოლო პირველი ხარისხის წარჩინებული – ნ.თედორაძე (კლ.ხელ. მ.მამაგეიშვილი), თ.ბანძელაძე და ბ.გაბადაძე (კლ.ხელ. ხ.ლანჩავა) დაჯილდოვდნენ სკოლის მიერ ექსკლუზიურად დამზადებული მედლებითა და დიპლომებით.
მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად სკოლას გადასცეს ციფრული ვიდეო კამერა.



წლის საუკეთესო კათედრის გამოსავლენად დღის დასაწყისში სტუმრებს დაურიგდათ შეფასების ფურცლები. შედეგები შეაჯამა პედ.საბჭოს თავმჯდომარემ ხათუნა ლანჩავამ. გამარჯვებული საბუნებისმეტყველო კათედრა (თავმჯდომარე ეკა მურუსიძე) დააჯილდოვა გარდამავალი თასით, რითაც კიდევ ერთ ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.



სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ საზოგადოებას წარუდგინა ახალგაზრდა მწერალი ზვიად კვარაცხელია და მიიწვია ისინი სამკითხველო დარბაზში წიგნ ,,ჰაე”-ს პრეზენტაციაზე, პრეზენტაცია საინტერესოდ წარმართეს რუსთავის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მწერალთა კავსირის თავჯმდომარემ თემურ ლანჩავამ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ მ.ლოსაბერიძემ, მწერალმა ცირა ყურაშვილმა, ზუგდიდის №4 საჯარო სკოლის დირექტორმა დ.დარასელიამ, ქუთაისის №41 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლ.კუხიანიძემ, №17 სკოლის პედაგოგებმა ლ.ლანჩავამ და მ.სოხაძემ და მოსწავლეებმა.



დასასრულს სტუმრები მიწვეული იყვნენ ალაფურშეტზე, რის შემდეგაც შედგა ექსკურსია მარშრუტი ქუთაისი–გელათი–ბაგრატის ტაძარი. ექსკურსიას უძღვებოდნენ სპეციალურად მომზადებული გიდები X2 კლასის მოსწავლეები ხატია ყურაშვილი და ნინო გვამბერაძე.
სტუმრებმა თავიანთი ემოციები დააფიქსირენ შთაბეჭდილებათა წიგნში.

 

 

7-04-2011, 20:31
889 ნახვა
ავტორი: g.sakandelidze
კომენტარები: 0

შემთხვევითი სიახლე

ინფორმაცია
ჯგუფ Guests-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.