ბმულები

DataLife Engine ClubDataLife Engine ClubDataLife Engine ClubDataLife Engine ClubDataLife Engine ClubDataLife Engine Club

ვიდეო

ბმულები

DataLife Engine Club DataLife Engine ClubDataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine ClubDataLife Engine ClubDataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club

გამოკითხვა

 

Опрос

როგორ მოგწონთ ახალი დიზაინი ?

კარგია
არაუშავს

 
 

ბლოგები

DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club DataLife Engine Club

მასისა და სიგრძის საზომი ერთეულები

აღწერა: 2012 წლის 8 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში მე-4 კლასებში მათემატიკის გაკვეთილზე (პედაგოგი: ირინა ადეიშვილი) ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: "მასისა და სიგრძის საზომი ერთეულები". გაკვეთილზე პედაგოგმა ჯგუფური მუშაობის მეთოდით მოახდინა მასისა და სიგრძის საზომ ერთეულებს შორის დამოკიდებულების ცოდნის დადგენა, ლოგიკური აზროვნების შემოწმება და ჯგუფური მუშაობის პრინციპების განმტკიცება და საპრეზენტაციო უნარების გამომუშავება მოსწავლეებში.

12-11-2012, 14:05
807 ნახვა
ავტორი: g.sakandelidze
კომენტარები: 1

ტრენინგი

აღწერა: 2012 წლის 1 ნოემბერს სამოქალაქო კლუბის წევრები: სალომე საჯაია, გიორგი მახარობლიძე და ლიკა კოკაია იმყოფებოდნენ განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მიერ გამართულ ლიდერთა ტრენინგზე, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება. ტრენინგზე მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები. შექმნილი იყო ოთხი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფს ჰქონდა დავალება, დაეგეგმათ ერთი ინიციატივა. შემდეგ თითოეული ჯგუფის წევრები შეხვდებოდნენ ერთმანეთს და განახორციელებდნენ მას. ინიციატივის დაგეგმვისთვის მიეცათ ერთი კვირა.

12-11-2012, 13:27
303 ნახვა
ავტორი: g.sakandelidze
კომენტარები: 1

კონკურსი

აღწერა: 2012 წლის 6 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში დაწყებითების კათედრის თაოსნებით გაიმართა I შესარჩევი ეტაპი წერა კითხვის კონკურსში მონაწილე მოსწავლეებისთვის.
კონკურსის მიზანია დაწყებით კლასებში წიგნიერების დონის ამაღლება, შეგნებული კითხვისა და ტექსტის ანალიზია უნარის განვითარება. კონკურსი განისაზღვრება 3 ტურით.
I ტური გაიმართება 2012 წლის 12 ნოემბერს №17 საჯარო სკოლაში, კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს მოეთხოვებათ უცნობი ტექსტის ანალიზი.

12-11-2012, 13:24
286 ნახვა
ავტორი: g.sakandelidze
კომენტარები: 1

ყურადღება !!!

აღწერა:
"The best linguist 2012" იწყება !!!




ქუთაისის №17 საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს,ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, ქუთაისის მერიის, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის მხარდაჭერით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში (პროგრამა ხორციელდება PH-International-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით) საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის აცხადებს 2 ტურიან კონკურსს ინგლისურ ენაში ,,The best linguist” .

7-11-2012, 16:50
793 ნახვა
ავტორი: g.sakandelidze
კომენტარები: 1

კონფერენცია

აღწერა: 2012 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა კონფერენცია თემაზე "საკვები, პროდუქტები და ჯანსაღი ცხოვრების წესი" რომელიც განხორციელდა "Dont worry be healthy" პროექტის ფარგლებში.
კონფერენცია გახსნა IX კლასის მოსწავლეებმა თამარ სიხარულიძემ და ნინო ჩაჩანიძემ.
წარმოდგენილი იქნა თემები:
1) საკვების ენერგეტიკული ღირებულება (ნანო ონიანი და ლიკა სვანიძე IX კლასი)
2) საკვების შემადგენლობა, მცენარეული და ცხოველური საკვები, ვიტამინები და მათი დანიშნულება (ანა ღვინიანიძე და თეონა გურგენიძე IX კლასი)
3) რას ნიშნავს სწორი კვება (მაგდა ბაკურაძე და სალომე ლომიძე VIII კლასი)

კონფერენციას ესწრებოდა პროექტის ხელ-ლი მშვიდობის კორპუსის მოხალისე პედაგოგი ჯონ ამატო, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს საინტერესო კვლევების ჩატარებისა და აუდიტორიის წინაშე წარმოდგენისათვის. იმედი გამოთქვა რომ პროექტის მონაწილე ბავშვები აქტიურ რეკლამას გაუწევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს...

7-11-2012, 16:15
496 ნახვა
ავტორი: g.sakandelidze
კომენტარები: 2

სემინარი

აღწერა: 2012 წლის 5 ნოემბერს 14 საათზე ქალაქ ქუთაისის ,,ამერიკის სახლში“ ჩატარდა სემინარი თემაზე ,,Presidental eleitionsin America“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის 15-მა მოსწავლემ. სემინარის მიზანია ამერიკის საპრეზიდენტო საარჩევნო სისტემის გაცნობა მოსწავლეთათვის და კომუნიკაციისა და დისკუსიის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, განმტკიცება ინგლისურ ენაზე.

6-11-2012, 16:05
308 ნახვა
ავტორი: g.sakandelidze
კომენტარები: 1

ექსკურსია

აღწერა: 2012 წლის 2 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მოწამეთის ისტორიულ მიწაზე, სადაც ბავშვებმა ისაუბრეს დავით და კონსტანტინეს მოწამეობრივ ღვაწლზე და იმ ეკლესიაზე, რომელიც მათ სახელზე აშენდა. ღონისძიება-ექსკურსიას ხელმძღვანელობა გაუწიეს ისტორიის პედაგოგმა ხათუნა ჩხეტიანმა და კლასის დამრიგებელმა ნათია რობაქიძემ.

5-11-2012, 09:47
341 ნახვა
ავტორი: g.sakandelidze
კომენტარები: 1

ინტეგრირებული გაკვეთილი

აღწერა: 2012 წლის 2 ნოემბერს VII3 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და მათემატიკაში თემაზე: "მასშტაბი, მანძილის გაზომვა რუკასა და გლობუსზე" (მასწავლებლები რ.ქემოკლიძე, ი.ჯინჯიხაძე).

გაკვეთილის მიზანი: მანძილის გასაზომად სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, პრაქტიკულ ცხოვრებაში გაზომვების ცოდნა, ლოგიკური აზროვნების, მსჯელობის, დასკვნის გაკეთების, თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება.

გაკვეთილს ესწრებოდა: სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია, სასწავლო ნაწილის გამგე ბატონი ვიტალი პატარიძე. საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის გამგე სოსო ცქიფურიშვილი. მასწავლებლები: მ.ბარაბაძე, ხ.ჩხეტიანი და მშობლები.

5-11-2012, 09:21
658 ნახვა
ავტორი: g.sakandelidze
კომენტარები: 1

კონფერენცია

აღწერა: 2012 წლის 1 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მე-X კლასში (კლასის ხელმძღვანელი: ნანა ხაჭაპურიძე) ჩატარდა სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები:


1) "გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატი შუშანიკის წამების მიხედვით" - მომხსენებელი მ. ჭელიძე

2) პოლიტიკური ვითარება "შუშანიკის წამების მიხედვით" - მომხსენებელი ნ. ცხადაძე, ა. გორდაძე

3) "რელიგია, კულტურა, განათლება, ეკონომიკა" - მომხსენებელი ა. ანდღულაძე.

2-11-2012, 15:41
392 ნახვა
ავტორი: g.sakandelidze
კომენტარები: 1

ღია გაკვეთილების ჩატარების განრიგი 2012-2013 სასწავლო წლის I სემესტრი

აღწერა:
ღია გაკვეთილების ჩატარების განრიგი
2012-2013 სასწავლო წლის I სემესტრი

1-11-2012, 14:55
379 ნახვა
ავტორი: g.sakandelidze
კომენტარები: 3